Logo

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთი წლის განმავლობაში თითქმის 147 000 ოკუპანტი გაანადგურეს

უკრაინა
413
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მონაცემებით, უკრაინელმა დამცველებმა ბოლო დღის განმავლობაში 970 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს.

 

სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წლის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში 146 820 (+970)  ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 24.02.2023-მდე: ტანკები – 3 363 (+13), ჯავშანტექნიკა – 6 600 (+7), საარტილერიო სისტემები – 2363 (+11), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 474 (+3).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 247 (+3), თვითმფრინავი – 299 (+0), ვერტმფრენები – 287 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2033 (+4), ფრთოსანი რაკეტები – 873 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5 224 (+9), სპეციალური ტექნიკა – 229 (+1). 

Advertisement