Logo

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის ვერტმფრენი და კიდევ 540 ოკუპანტი გაანადგურეს – გენშტაბის ახალი მონაცემები

უკრაინა
1268
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.    

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 91 690 (+540) ჯარისკაცი დაკარგა.           

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 05.12-მდე: ტანკები – 2 924 (+2), ჯავშანტექნიკა – 5 900 (+8), საარტილერიო სისტემები – 1 914 (+6), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 395 (+0).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 211 (+1), თვითმფრინავი – 281 (+0), ვერტმფრენები – 264 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1582 (+9), ფრთოსანი რაკეტები – 531 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4497 (+18), სპეციალური ტექნიკა – 163 (+0). 

 

გენშტაბის მონაცემებით, მტერმა დიდი ზარალი ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებით განიცადა.

Advertisement