უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის აეროდრომს დაარტყა - განადგურებულია ორი სუ-34, კიდევ ორი დაზიანდა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა ვოლგოგრადის რეგიონში, მარინოვკას აეროდრომზე ორი რუსული თვითმფრინავი სუ-34 გაანადგურეს და კიდევ ორი დააზიანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბი ავრცელებს.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც მარინოვკას აეროდრომზე ორი რუსული გამანადგურებელი - სუ-34 ბომბდამშენი გაანადგურეს და კიდევ ორი დააზიანეს. მტერი აქტიურად იყენებს ამ მრავალფუნქციურ გამანადგურებლებს ფრონტის ხაზზე დაბომბვისთვის, მათ შორის KAB-ების ჩამოსაგდებად", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსული გამანადგურებლები შორ მანძილზე მოქმედი დრონების გამოყენებით დაიბომბა. თავდასხმამ ასევე გამოიწვია ხანძარი მტრის აეროდრომის ტექნიკურ და ოპერატიულ ნაწილში, რომელიც სამხედრო ობიექტის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს.
მისივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ სწორედ აქ ამზადებს მტერი თვითმფრინავებს ფრენებისთვის, ახორციელებს მათ რუტინულ მოვლა-პატრონობასა და შეკეთებას.
თაგები:
უკრაინის გენშტაბი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს