უკრაინის შსს – თანამედროვე რუსული ტანკების დაახლოებით 30% განადგურებულია


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელმა დამცველებმა სამ თვეში თანამედროვე რუსული ტანკების დაახლოებით მესამედი გაანადგურეს, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვიქტორ ანდრუსივმა განაცხადა.
“უკრაინასთან ომის დაწყებამდე, რუსეთს დაახლოებით 3000 თანამედროვე ტანკი ჰქონდა თავის არსენალში. ომის სამი თვის განმავლობაში, მათი 30%-ზე მეტი უკვე გაანადგურეს ჩვენმა დამცველებმა. ექვს თვეში ეს მაჩვენებელი მხოლოდ გაიზრდება“, – აცხადებს ვიქტორ ანდრუსივი.
მისი თქმით, T-62 ტანკების გამოყენება აგონიას ჰგავს – „არ არის ცნობილი ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ კარგია, რომ ამას ვხედავთ“.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს