Logo

უკრაინის თავდაცვის ძალებმა კურსკის ოლქში რუსული სუ-34 ჩამოაგდეს

უკრაინა
1435
Frontnews image description

უკრაინელმა დამცველებმა რუსული სუ-34 გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მისივე ცნობით, მტრის თვითმფრინავი კურსკის ოლქში ჩამოაგდეს.

“ღამით, კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, საბრძოლო დავალების შესრულებისას, უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა რუსული გამანადგურებელი Su-34 ჩამოაგდეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღემდე 366 თვითმფრინავი და 328 ვერტმფრენი გაანადგურა.

Advertisement