უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა


ავტორი
Front News საქართველო
Frontnews.eu-ს ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ტარანი თანამდებობიდან გადადგა.
ტარანის განცხადება უმაღლეს რადაში უკვე შევიდა.
ფრაქცია “ხალხის მსახურის” ხელმძღვანელის დავით არახამიას განცხადებით, ტარანი თანამდებობას ჯანმრთელობის მდგომარეობის და სწრაფი რეფორმების გატარების აუცილებლობის გამო ტოვებს.
ცნობილია, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები იგეგმება. უმაღლესი რადა 3 ნოემბერს 5 მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს.
უკრაინის თავდაცვის 16-ე მინისტრი ანდრეი ტარანი თანამდებობას 2020 წლის 4 მარტიდან იკავებდა.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს