Logo

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარედ რუსლან სტეფანჩუკი აირჩიეს

უკრაინა
1378
Frontnews image description

უკრაინის უმაღლესი რადას წევრებმა სპიკერის თანამდებობაზე რუსლან სტეფანჩუკის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.

 

სტეფანჩუკი უკრაინის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი იყო. მის სპიკერად არჩევას 261-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

 

რუსლან სტეფანჩუკი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მმართველმა პარტიამ „ხალხის მსახურმა“ წარადგინა.

 

სტეფანჩუკი აღნიშნულ თანამდებობაზე დმიტრო რაზუმკოვს ჩაანაცვლებს.

Advertisement