უკრაინის უმაღლესმა რადამ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და შს მინისტრი დაამტკიცა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად ვასილ მალიუკი დაინიშნა. მის კანდიდატურას 324-მა დეპუტატმა დაუჭრა მხარი.
რადას სრული უმრავლესობის მხარდაჭერით, დღესვე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად იგორ კლიმენკო დაინიშნა. მის კანდიდატურას მხარი 321-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კენჭისყრას ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი, ვიცე- პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და გენერალური პროკურორი.
ივან ბაკანოვი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან 2022 წლის ივლისში გაათავისუფლეს, მის შემცვლელად კი ზელენსკიმ ვასილ მალიუკი დანიშნა.
რაც შეეხება შს მინისტრს, დენის მონასტირსკი მიმდინარე წლის იანვარში ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა.
თაგები:
დენის მონასტირსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს