Logo

უკრაინული და რუსული დელეგაციების მოლაპარაკებები დღეს გაიმართება

უკრაინა
28.02.2022 / 10:06
346
Frontnews image description

უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე დაგეგმილი უკრაინული და რუსული დელეგაციების მოლაპარაკებები დილით შედგება. 

 

მანამდე საკონსტიტუციო სასამართლოში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ფიოდორ ვენისლავსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მოგვიანებით დაიწყებოდა, რადგან უკრაინის დელეგაციას ბელარუსის საზღვრამდე მისასვლელად უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, ვინაიდან მას მარშრუტის შეცვლა მოუწია.

 

არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებებში დამკვირვებლების სტატუსით მონაწილეობას მიიღებენ ბელარუსის წარმომადგენლები.

Advertisement