Logo

“ულტიმატუმების ენაზე საუბრობს ოპოზიცია, ჩვენ კი იმ მოცემულობაზე ვსაუბრობთ, რომელიც არის სახეზე”

საზოგადოება
312
Frontnews image description

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია ულტიმატუმებს აყენებს, რაც მიუღებელია, ხელისუფლება კი მხოლოდ იმ პოლიტიკურ მოცემულობებზე საუბრობს, რაც სახეზეა.

"ულტიმატუმების ენაზე საუბრობს ოპოზიცია, გუშინ საჯარო განცხადებაც კი გააკეთეს, სადაც საუბრობენ ორ ულტიმატუმზე, ჩვენ კი იმ მოცემულობაზე ვსაუბრობთ, რომელიც არის სახეზე. მოცემულობა ნიშნავს იმას, რომ არც ერთ შემთხვევაში არ იქნება ვადამდელი არჩევნები, როგორიც არ უნდა იყოს შეთანხმება.

პუნქტების განხილვას რაც ჰქვია, ყველა პუნქტი განიხილება, დღეს გვქონდა აქედან რამდენიმე პუნქტზე საუბარი, შესაბამისად, გაგრძელდება დისკუსია", – განაცხადა კობახიძემ.

თაგები:

Advertisement