“უნდა აღინიშნოს, რომ ის რეფორმა, ის პროგრესი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, არის ყველას მიერ აღიარებული”


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გავმართეთ ძალიან წარმატებული ვიზიტი ბრიუსელში. შედგა შეხვედრები უმაღლეს დონეზე, როგორც ევროკავშირში ისე ნატოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე, ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა,
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განხილული იყო ყველა ის რეფორმა და პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია.
"ჩვენ გავმართეთ ძალიან წარმატებული ვიზიტი ბრიუსელში. შედგა შეხვედრები უმაღლეს დონეზე, როგორც ევროკავშირში ისე ნატოში. ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული განხილვა ყველა იმ რეფორმების, იმ პროგრესის, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ყველამ ერთად. უნდა აღინიშნოს, რომ ის რეფორმა, ის პროგრესი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, არის ყველას მიერ აღიარებული. ამიტომ, მე მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ყველა საჯარო მოხელეს, ვინც ჩართულია ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში", – განაცხადაა პრემიერ-მინისტრმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს