“უნდა დავადგინოთ, რამდენად ადეკვატური იყო მეგი ბაქრაძესთან კომუნიკაცია და როგორ იყო შევსებული კითხვარი”

ავტორი
Front News საქართველო
უნდა დავადგინოთ, რამდენად ადეკვატური იყო მეგი ბაქრაძესთან კომუნიკაცია და როგორ იყო შევსებული კითხვარი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„ჩვენ ველოდებით, როდის გასაჯაროვდება ჯანდაცვის სამინისტროსთვის დასკვნა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეგი ბაქრაძეს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, მე მედიიდან შევიტყვე. დღეს მე მივალ სამინისტროში, შეიკრიბება პროფესიონალთა ჯგუფი და ვიმსჯელებთ ამ მიმართულებით. რეგულირების სააგენტო გააგრძელებს მოკვლევას ზუსტი მიზეზების დასადგენად და პროფესიული საბჭოს ფორმატში გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედებთ შემდეგში. პაციენტის ჩივილის დაფიქსირება მნიშვნელოვანია, ამიტომ უნდა დავადგინოთ, რამდენად ადეკვატური იყო პაციენტთან კომუნიკაცია და როგორ იყო შევსებული კითხვარი“, – განაცხადა ტიკარაძემ.
18 მარტს კორონავირუსზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ ახალციხეში 27 წლის ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა. მეგი ბაქრაძე 19 მარტს გარდაიცვალა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


