უნგრეთის ახალი პრეზიდენტი ორბანის მომხრე ტომას შუიოკი გახდა


ავტორი
Front News საქართველო
უნგრეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ტომას შუიოკის ქვეყნის პრეზიდენტად არჩევას მხარი დაუჭირა. ის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიის მოკავშირეა.
შუიოკის პრეზიდენტად დანიშვნას მხარი უნგრეთის პარლამენტის 134-მა დეპუტატმა დაუჭირა. მისი კანდიდატურის წინააღმდეგ მხოლოდ ხუთი დეპუტატი წავიდა.
მედიის ინფორმაციით, ტომას შუიოკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორის ორბანის პარტიის მიერ შეთავაზებული ერთადერთი კანდიდატი იყო.
უნგრეთის პარლამენტმა მოქმედი პრეზიდენტის კატალინ ნოვაკის გადადგომა 26 თებერვალს დაამტკიცა.
შუიოკმა ფიცი უკვე დადო. უნგრეთის ახალი პრეზიდენტი უფლებამოსილების განხორციელებას 5 მარტიდან შეუდგება.
თაგები:
უნგრეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს