Logo

"უნგრეთი არასწორ მხარესაა" - სიბიგა ბუდაპეშტს სარკისებურ პასუხს ჰპირდება

უკრაინამსოფლიო
210
Frontnews image description

უნგრეთმა რობერტ ბროვდის, რომელიც "დრუჟბას" ნავთობსადენზე თავდასხმას ხელმძღვანელობდა, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. კიევი ანალოგიურად იმოქმედებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

"თუ რუსული ნავთობსადენი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინელი ბავშვები, რომლებიც რუსეთმა ამ დილით მოკლა, ეს მორალური დაცემაა. უნგრეთი ისტორიის არასწორ მხარეს დგას. ჩვენ სარკისებრ ზომას მივიღებთ“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში უკრაინამ რამდენიმე თავდასხმა განახორციელა მილსადენ „დრუჟბაზე“, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს უნგრეთის უსაფრთხო ენერგომომარაგებისთვის.

მისი თქმით, ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს იმ უკრაინული სამხედრო დანაყოფის მეთაურს, რომელმაც მილსადენ "დრუჟბაზე“ ბოლო თავდასხმა განახორციელა.

Advertisement