
ავტორი
Front News საქართველო
უნგრეთის მთავრობამ დღეიდან, 5 ივნისიდან საქართველოს, სომხეთისა და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა.
მთავრობის სპიკერმა ვანდა სონდმა განაცხადა, რომ ხელისუფლება უცხოელი მუშაკების დასაქმების შესაძლებლობებს გაამკაცრებს, რადგან მიიჩნევს, რომ ისინი ადგილობრივი მოსახლეობის ხელფასებზე ზეწოლას ახდენენ და მათ შემცირებას უწყობენ ხელს.
Reuters წერს, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უცხოელი მუშაკები უნგრეთის სამუშაო ძალის მხოლოდ 2%-ს შეადგენენ, თუმცა ზოგიერთი სექტორი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მათზე.
უნგრეთის მთავრობა აცხადებს, რომ ეს რეფორმები მხოლოდ პირველი ნაბიჯია გრძელვადიანი პოლიტიკის ფარგლებში.
თაგები:
უნგრეთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს