“უნიჭიერესი, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული და სიკეთით სავსე ადამიანი აღარ გვყავს, სამწუხაროდ”

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი ქვეყნისთვის საამაყო მუსიკოსის და ქართული ფოლკლორის დიდი მოამაგის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო.
უნიჭიერესი, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული და სიკეთით სავსე ადამიანი აღარ გვყავს, სამწუხაროდ. უდიდესი დანაკლისია!
საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


