ურსულა ფონ დერ ლაიენი – ბუჩაში კაცობრიობა გათელეს, დამნაშავეები პასუხს აგებენ მთელი სიმკაცრით


ავტორი
Front News საქართველო
მნიშვნელოვანი იყო ჩემი ვიზიტის დაწყება ბუჩადან იმიტომ, რომ ბუჩაში კაცობრიობა გათელეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომელმაც უკრაინაში ვიზიტი ბუჩადან დაიწყო.
“ჩემი გზავნილი უკრაინელი ხალხისადმი არის ის, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ მთელი სიმკაცრით. თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. დღეს მე ვარ კიევში, რათა გითხრათ, რომ ევროპა თქვენს მხარესაა”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჯოზეფ ბორელი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში დღეს ჩავიდნენ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს