ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროპა სასწრაფოდ უნდა გადაიარაღდეს და მოემზადოს უარესისთვის


ავტორი
Front News საქართველო
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპის გადაიარაღება გადაუდებელი აუცილებლობაა. ის ამის გეგმას მომავალ კვირას წარადგენს.
ლონდონის სამიტის შემდეგ, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპელ ლიდერებს კარგი და გულწრფელი დისკუსია ჰქონდათ იმაზე, თუ რა იყო საჭირო უკრაინის ძლიერ მდგომარეობაში დასაყენებლად.
მისი თქმით, უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების ყოვლისმომცველი გარანტიები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ეკონომიკურ და სამხედრო პოზიციებს.
მისი თქმით, ევროპის გადაიარაღება გადაუდებელი აუცილებლობაა და ევროკომისიას ამის გეგმას 6 მარტს სამიტზე შესთავაზებს.
”ახლა ძალზე მნიშვნელოვანია თავდაცვის სფეროში ინვესტიციების გაზრდა დიდი ხნის განმავლობაში. ეს არის ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის. გეოსტრატეგიულ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველაზე უარესისთვის და ეს ნიშნავს ჩვენი თავდაცვის გაძლიერებას”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
თაგები:
ურსულა ფონ დერ ლაიენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს