Logo

ურსულა ფონ დერ ლაიენი - მივესალმები ისრაელსა და ლიბანს შორის ათდღიან ცეცხლის შეწყვეტას

მსოფლიო
148
Frontnews image description

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება.

"მივესალმები ისრაელსა და ლიბანს შორის პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით გამოცხადებულ ათდღიან ცეცხლის შეწყვეტას. ეს შვებაა, რადგან ამ კონფლიქტმა უკვე ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ახლა ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ დროებითი პაუზა, არამედ მუდმივი მშვიდობისკენ მიმავალი გზა.

ევროპა გააგრძელებს ლიბანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემისკენ მოწოდებას. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ლიბანელი ხალხის მხარდაჭერას მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებით“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ათდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდება. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ვაშინგტონის დროით 17:00 საათიდან ამოქმედდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები