ურსულა ფონ დერ ლაიენი – შეგნებულად ვიღებ ამ გადაწყვეტილებას, მინდა ვიყარო კენჭი მეორე ვადით


ავტორი
Front News საქართველო
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს განაცხადა, რომ ის მეორე ვადით კენჭისყრას აპირებს.
“დღეს მე შეგნებულად ვიღებ ამ გადაწყვეტილებას: მინდა ვიყარო კენჭი მეორე ვადით“, – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.
ფონ დერ ლაიენმა მიიღო გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის მხარდაჭერა, რომლის წევრიც ის არის.
ევროკომისიის პრეზიდენტი ხუთწლიანი ვადით ივნისში აირჩევა. ევროკომისიის არჩეული ხელმძღვანელის უფლებამოსილება ევროპარლამენტის არჩევნებიდან ხუთი თვის შემდეგ შედის ძალაში.
ურსულა ფონ დერ ლაიენი პირველი ქალია, რომელიც 2019 წელს ევროკომისიის პრეზიდენტი გახდა.
თაგები:
ურსულა ფონ დერ ლაიენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს