Logo

უცხო ქვეყნის 39 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

სამართალი
240
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 39 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

"აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოდან ჯამში 1243 პირია გაძევებული.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, თურქეთის, ბანგლადეშის, ჩინეთის, ირანის, რუსეთის, კენიის, თურქმენეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, ნიგერიის, სუდანის, სიერა-ლეონეს, იორდანიისა და უზბეკეთის - ჯამში 39 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს, საიმიგრაციო კონტროლისა და სხვა სპეციალური ღონისძიებების გზით, საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და მათი საქართველოდან გაძევება", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები