Logo

უცხოური მედიის ინფორმაციით, ალი ხამენეის ცხედარი ნაპოვნი და იდენტიფიცირებულია

მსოფლიო
195
Frontnews image description

"როიტერის“ ცნობით, ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი სავარაუდოდ, აშშ-ისრაელის ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა.

წყაროს ცნობით, ხამენეის ცხედარი უკვე ნაპოვნი და იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ ისრაელის მედიამაც გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა, თეირანიდან ოფიციალური დადასტურება ჯერ არ ყოფილა.

ირანში საღამოს ხამენეის მიმართვაც იყო დაგეგმილი. მოგვიანებით, ახსნა-განმარტების გარეშე, მიმართვა გაუქმდა. 

მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ 28 თებერვალს, „ხამენეის რეზიდენციაზე“ დარტყმა განხორციელდა და განადგურდა და არსებობს ნიშნები, რომ ირანის ლიდერი დაიღუპა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები