Logo

უცნობი დრონები ნატოს კიდევ ორ ქვეყანაში შენიშნეს

მსოფლიო
166
Frontnews image description

27 სექტემბერს, ნატოს კიდევ ორმა ქვეყანამ განაცხადა უცნობი დრონების აღმოჩენის შესახებ. ესენი არიან ნორვეგია და ნიდერლანდები.

მედიის ცნობით, პოლიციისა და სამხედრო პერსონალის მიერ შაბათს დილით ერლანდის საჰაერო ბაზაზე დრონები დაინახეს. სპეციალისტების დაკვირვება ორ-ნახევარი საათი გაგრძელდა. ახლა გამოძიება ცდილობს დაადგინოს, თუ რა მოხდა და ვინ დგას ამის უკან.

დრონები მინიმუმ ორჯერ დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ერლანდის საჰაერო ბაზა ნორვეგიაში საბრძოლო საჰაერო ბაზაა, სადაც მრავალი F-35 გამანადგურებელი თვითმფრინავია განთავსებული. ბოლო დღეებში საჰაერო ბაზაზე ნატოს წვრთნები მიმდინარეობს, რომელშიც 16 ქვეყნის 450 წარმომადგენელი მონაწილეობს.

გამოცემა NOS წერს, რომ დღეს ნორვეგიაში დრონის მსგავსი რამ შენიშნეს. კერძოდ, სხიპჰოლის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი დაახლოებით 45 წუთით დაიკეტა მას შემდეგ, რაც პილოტებმა და თვითმფრინავების დამკვირვებლებმა ივარაუდეს, რომ დრონი დაინახეს.

გამოძიების შემდეგ, ნიდერლანდების სამეფო საზღვაო სამსახურმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ეს დრონი არ იყო, რადგან ის რადარის სურათებზე არ ჩანდა. გარდა ამისა, ჩხრეკისთვის პოლიციის ვერტმფრენი გამოიყენეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცნობი დრონები ნატოს საჰაერო სივრცეში ჩნდებიან.

დღეს, 27 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კრემლი დრონების პროვოკაციებით ევროპის რეაქციას ცდის და უკრაინისთვის დახმარების შესუსტებას ცდილობს.

Advertisement