უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო


ავტორი
Front News საქართველო
უზენაესმა სასამართლომ “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
სასამართლომ 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 2022 წლის 16 მაისს მიუსაჯა. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა – მეორე ინსტანციამ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ადვოკატებმა საჩივარი უზენაეს სასამართლოშიც შეიტანეს, უზენაესმა კი 19 ივნისს საჩივარი დაუშვებლად ცნო.
თაგები:
ნიკა გვარამია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს