“ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება, ჩვენ ამაზე საუბარი დავასრულეთ”


ავტორი
Front News საქართველო
ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება, ჩვენ ამაზე საუბარი დავასრულეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მთელმა მსოფლიომ აღიარა.
„ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება. ჩვენ ამაზე საუბარი დავასრულეთ. ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებები, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის და ა.შ. ეუთო/ოდირის დასკვნები. მთელმა მსოფლიომ აღიარა ჩვენი არჩევნები და მოგვილოცა, რა არჩევნებზე მელაპარაკებით?!“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს