“ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების თავისუფლების გარეშე, პოლიტიკური კლიმატი ვერ შეიცვლება”


ავტორი
Front News საქართველო
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ის კომენტარები, რაც ევროპარლამენტარების განცხადებებზე ხელისუფლებამ გააკეთა, გამაოგნებელია. ამიტომ, ოპოზიციონერს "ქართული ოცნების" შემდგომ ნაბიჯებზე პროგნოზირების გაკეთება უჭირს.
"დღეს მოვისმინეთ საოცარი განცხადებები "ოცნების" მხრიდან, რომ თურმე რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარია და ის შვიდი არ ითვლებაო, მიკერძოებულები და ლამის მოსყიდულები უძახეს. ამ ფონზე არ ვიცი რა მოხდება. საქართველოში, რომელიც ფართო რეგიონში, აღმოსავლეთ ნაწილში ყოველთვის გამორჩეულ ლიდერად ითვლებოდა ბევრი ფაქტორის გამო, დღეს იქამდე მივიდა საქმე, რომ განიხილება პრაქტიკულად ქვეყნის მიმართ (მთავრობის პოლიტიკის გამო) სანქციები, ანუ დახმარების შეჩერება, ეს არის უკვე უმძიმესი ვითარება. ამის მერე როგორ მოიქცევა საქართველოს მთავრობა, ამის პროგნოზირება არის შეუძლებელი", – განაცხადა ბოკერიამ.
მისივე განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტს ხელი რომც მოაწეროს, ის მაინც არ მოაწერს, თუკი დოკუმენტში საუბარი პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხებზე არ იქნება.
"მე ამ დოკუმენტს ხელს არ მოვაწერ. მადლობელი ვარ მედიატორის და ყველასი, ვისაც აქვს პოლიტიკური, პრაგმატული და მორალური ინტერესი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის, მაგრამ ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების თავისუფლების გარეშე, პოლიტიკური კლიმატი ვერ შეიცვლება, პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება, უნდობლობა არჩევნების მიმართ ვერ აღდგება და ეს მოგვიტანს უმძიმესს შედეგებს ცოტა ხანში. ხელისუფლებამ დააყენა საკითხი ასე: მე რადიკალურად ვარ განწყობილი, არაფერს არ ვიზამ და თუ თქვენ შემომთავაზებთ რამე ისეთს, რაც ოდნავ მაინც არ მინდა, თავს დავიღუპავ, მაგრამ ქვეყანასაც გადავიყოლებ. სამწუხაროდ, ამ სტრატეგიის, თუ ტაქტიკის შედეგია ეს არასრულფასოვანი დოკუმენტი. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენს პარტნიორებთან გავაგრძელოთ მუშაობა ამ მორიგი ილუსტრაციის შემდეგ, როცა ოცნებამ ამ არასრულფასოვან დოკუმენტზეც კი არ მოაწერა ხელი, რომ ყველა შემთხვევაში, კრიზისის განმუხტვის გზა გადიოდეს როგორც რეფორმებზე (როგორც ეს პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტშია მოცემული), ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, პოლიტიკური დევნის დასრულებაზე და ვადამდელ არჩევნებზე. მე შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მიშელმა, რომელმაც მიიღო მანდანტი როგორც ხელისუფლებისგან საჯაროდ, ისე ჩვენგან, შეადგინა დოკუმენტი, სადაც ვადამდელი არჩევნების პუნქტი არის ცალკე", – განაცხადა ბოკერიამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს