ვაკეში დილარ ხაბულიანის ძმა დაჭრეს


ავტორი
Front News საქართველო
ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე დილარ ხაბულიანის ძმა, ბიზნესმენი დემურ ხაბულიანი დაჭრეს.
მომხდარის მიზეზი და თავდამსხმელთა ვინაობა უცნობია.
დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის.
გამოძიება 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს