Logo

ვახო მეგრელიშვილი - ყველა იძახის, რომ არჩევნები იქნება და რა აძლევთ ამის თქმის საშუალებას?!

პოლიტიკა
59
Frontnews image description

საარჩევნო რეჟიმში გადავიდა მთელი ოპოზიციური სპექტრი ისე, რომ ერთმანეთთან არც უსაუბრიათ. ყველა იძახის, რომ არჩევნები იქნება და რა აძლევთ ამის თქმის საშუალებას?!, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახო მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოპოზიცია აწყობს.

"ფაქტობრივად, საარჩევნო რეჟიმში გადავიდა მთელი ოპოზიციური სპექტრი ისე, რომ ერთმანეთთან არც უსაუბრიათ. ყველა იძახის, რომ არჩევნები იქნება და რა აძლევთ ამის თქმის საშუალებას?! ბიძინა ივანიშვილს ასეთი განადგურებული ოპოზიციური სპექტრის პირობებში შეიძლება აწყობდეს კიდეც არჩევნები, მით უმეტეს, რომ ასეთი ოპოზიცია ჰყავს.

მთელი ჩვენი პრობლემა იმაშია, რომ სიმართლის ღირებულებას არ ვაღიარებთ იმიტომ, რომ იქით მხარეს არის სერიოზული პროპაგანდა თავისი ძლიერი პროპაგანდის მანქანით და კითხვა ისმის, ჩვენ შეგვიძლია იმავე პროპაგანდით, ან რაღაცით ისინი დავამარცხოთ?! ეს პრობლემაა.

ჩვენი მთელი პრობლემა არის ისტერიკულ მდგომარეობაში ყოფნა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ - რა დროს სერიოზულ თემაზე საუბარია, ხვალე ქვეყანა ინგრევა და ყველა უნდა გადავხტეთ სადღაც. აი, ამის მოლოდინშია ყველა. რაც პოლიტიკაში ვარ და განსაკუთრებით კი ბოლო წლებში, ეს მდგომარეობა გამწვავებულია, ჩემი აზრით კი, ეს ოპოზიციისთვის ყველაზე კონტრპროდუქტიული მდგომარეობაა იმიტომ, რომ ამ ხალხს არ შეუძლიათ, თუნდაც პერსპექტივაში დაინახოს თავისი საქმიანობა. 2028 წლამდე არის ორ წელიწადზე მეტი და რომ დანიშნონ არჩევნები, მოუწევს ოქტომბერში - რამდენიმე თვეში, ეს ხომ აბსოლუტურად განსხვავებული მოქმედების სტრატეგიას გულისხმობს?! შენ ემზადები თვეებში არჩევნებისთვის, რომელიც შეიძლება რომ დაინიშნოს. ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი მომზადებული აქვს სათავისოდ. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც უშუალოდ ჩემი პრობლემაა, ყოველდღიურად ის გვაძლევს "კოზირს" სათამაშოდ - ფასები იქნება თუ სხვა რამ, და შენ სულ "მაზავ", იმის ნაცვლად, რომ ყველა საკითხს სერიოზულად მიუდგე. ეს ალიანსი კი შეიქმნა, როგორც ბოიკოტის ალიანსი " , - განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები