Logo

ვახტანგ გომელაური - შეთანხმება არ ყოფილა, ჩვენ შეთანხმებული არ გვქონდა, გავიგეთ პოსტფაქტუმ

პოლიტიკა
41
Frontnews image description

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენ.

"გიდასტურებთ, რომ გამოკითხვა ეხებოდა ჩორჩანას საქმეს. ჰქონდათ კითხვები, რადგან მაშინ ვიკავებდი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას. მოგეხსენებათ, საოკუპაციო მიმართულებით ყველა მნიშვნელოვანი თემა. რა თქმა უნდა, გადის უსაფრთხოების სამსახურთან. ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესწრება აიპიემის შეხვედრებს და ა.შ.

ჩაგვაყენეს თუ არა საქმის კურსში და შევთანხმდით თუ არა საგუშაგოს აღმართვაზე, გიდასტურებთ, რომ შეთანხმება არ ყოფილა, ჩვენ შეთანხმებული არ გვქონდა, გავიგეთ პოსტფაქტუმ. მთავარი არ არის, ვიყავი თუ არა საქმის კურსში, მთავარია, რომ საგუშაგო არ უნდა დადგა იქ, სადაც გინდა. ჩვენი ტერიტორია, რა თქმა უნდა, ჩვენია აქეთაც და იქითაც, თუმცა სამწუხაროდ, ამ ფაქტის წინაშე ვდგავართ. ხდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეთანხმება. ისინი საერთო ფორმატში ათანხმებდნენ. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, რომ კი ბატონო გააკეთეთ, ჩვენ პრობლემა არა გვაქვს იქითა მხრიდან. ასე რომ, მარტო უშიშროების ხელმძღვანელი ან თუნდაც ვინმე დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩააყენო საქმის კურსში, ასე არ ხდებოდა. ეს ხდებოდა უკვე კომპლექსურად, საქმის კურსში უნდა ჩაგეყენებინა პრემიერ-მინისტრი, უსაფრთხოების სამსახური. ჩვენ მერე საქმის კურსში ვაყენებდით ევროკავშირის მისიას. ესე ხდებოდა ყველაფერი, თუნდაც გაძლიერება ამა თუ იმ მიმართულებით. ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა, გავიგეთ პოსტფაქტუმ. გავიგეთ უკვე, რომ დაიწყო გზის დამუშავება და ერთ დღეში ხომ არ გაკეთდა ეს საგუშაგო, გზის გაყვანა, მოსწორება. პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში იყო თუ არა, მე როგორც ვიცი, არ იყო საქმის კურსში და როგორც მახსოვს, ჩვენ მოვახსენეთ“, – განაცხადა გომელაურმა.

Advertisement