
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა.
ვახტანგ გომელაურმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს მიმდინარე წლის 25 დეკემბერს მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა და ავიაკატასტროფის შედეგად ათობით ადამიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
ვახტანგ გომელაურთან ერთად საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ.
მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, თვითმფრინავმა ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქალაქ აქთაუსთან ავიაკატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა.
თაგები:
ვახტანგ გომელაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს