ვახტანგ კალოიანი – ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება “ქართული ოცნების“ მიერ ჩვეულებრივ სტანდარტად იქცა

ავტორი
Front News საქართველო
მოვუწოდებ პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, რომელთაც ამ ინფორმაციას მივაწვდით, რომ დროული რეაგირება მოახდინონ, რადგან არჩევნების შემდეგ ლეგიტიმურობის პრობლემა ისევ არ დადგეს და არ გაჩნდეს კითხვები, – ამის შესახებ ბათუმში ოპოზიციის საერთო კანდიდატმა, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ვახტანგ კალოიანმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
კალოიანის თქმით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებს.
“ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება „ქართული ოცნების“ მიერ ჩვეულებრივ სტანდარტად იქცა. საერთაშორისო პარტნიორები „ეუთო/ოდირის“ მისია წინა არჩევნებზე ერთ-ერთ ძირითად პრობლემად სახავდა ზღვარის წაშლას სახელმწიფო ორგანოებსა და მმართველ პარტიას შორის. სამწუხაროდ, „ოცნება“ დღესაც აგრძელებს ამ მანკიერ პრაქტიკას, ეს არის ამის ნათელი დასაბუთება, სადაც მუნიციპალური საწარმოს ტრანსპორტი, აღჭურვილობა, სკამები, პერსონალი ჩართული არის საარჩევნო კამპანიაში, გამოიყენება ადმინისტრაციული რესურსი, სამწუხაროდ ამის ფაქტები უკვე ძალიან ბევრია, „ევროპული საქართველო“ მიადევნებს თვალყურს და არც ერთ მსგავს ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს.
გვაქვს ძალიან ეფექტიანი მექანიზმი, რითაც გავაკონტროლებთ ამ საკითხს, ასევე მოვუწოდებ პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, რომელთაც ამ ინფორმაციას მივაწვდით, რომ დროული რეაგირება მოახდინონ, რათა არჩევნების შემდეგ ლეგიტიმურობის პრობლემა ისევ არ დადგეს და არ გაჩნდეს კითხვები. ყველაფრის მიუხედავად, რასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს და ეცდება, ჩვენ გავიმარჯვებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და საქართველოში მოვა კოალიციური ადგილობრივი თვითმმართველობის დრო, მიუხედავად ხელისუფლების ყველანაირი მცდელობისა, რომ ეს არ მოხდეს“, – აცხადებს ვახტანგ კალოიანი.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


