Logo

ვალერი ჩეჩელაშვილი - ეს არის იმის გამოხატულება, რომ დიდი ბრიტანეთი აღარ მიაჩნია საქართველოს მთავრობას მეგობარ ქვეყნად

პოლიტიკა
211
Frontnews image description

ეს არის იმის გამოხატულება, რომ დიდი ბრიტანეთი აღარ მიაჩნია საქართველოს მთავრობას მეგობარ ქვეყნად, - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ელჩის ძალით გამოძახებას აქვს დემარშის ფორმა.

"ეს არის იმის გამოხატულება, რომ დიდი ბრიტანეთი აღარ მიაჩნია საქართველოს მთავრობას მეგობარ ქვეყნად იმიტომ, რომ ამას - ძალით გამოძახებას აქვს დემარშის ფორმა, ეს დატუქსვის მცდელობაა, რადგან დიდი ბრიტანეთის რაღაც ქმედება არ ესიამოვნა საქართველოს მთავრობას.

ის, რომ ჩვენ ვიძახებთ საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩებს, რომლებიც ათწლეულები ყველაფერს აკეთებდნენ ეს ქვეყნები, რომ განემტკიცებინათ საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ეკონომიკა და ასე შემდეგ, ეს არის ტრაგედია და შეცდომა", - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

დიდი ბრიტანეთის მიერ "იმედის" და "პოსტივის" დასანქცირებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები