Logo

ვალერი ჩეჩელაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ ყურადღება ირანის ომზე გადავიდა, ამან რადიკალური ზეგავლენა ვერ იქონია უკრაინის ფრონტზე რუსეთის სასარგებლოდ

პოლიტიკა
147
Frontnews image description

მიუხედავად იმისა, რომ ყურადღება ირანის ომზე ნამდვილად გადავიდა, ამან რადიკალური ზეგავლენა ვერ იქონია უკრაინის ფრონტზე რუსეთის სასარგებლოდ, - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, უკრაინამ ბრძოლა ისწავლა და ინარჩუნებს ფრონტის ხაზს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ უწევს ანგარიშს იმ დიდ დანაკარგებს, რომელიც აქვს ყოველდღიურად.

"უკრაინამ ბრძოლა ისწავლა და ინარჩუნებს ფრონტის ხაზს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ უწევს ანგარიშს იმ დიდ დანაკარგებს, რომელიც აქვს ყოველდღიურად. სხვადასხვა შეფასებით, ყოველდღე რუსეთი 950-იდან 1 200 კაცს კარგავს და ეს იმ ხარისხის დანაკარგებია, რომელსაც რუსეთი ვერ ივსებს. საერთო რაოდენობა კი უახლოვდება მილიონ სამასი ათას კაცს - ეს არის უზარმაზარი რაოდენობა. ქმედითუნარიანი მოსახლეობის საკმაოდ დიდი პროცენტი გამოდის ეს ადამიანების რიცხვი. ამასთანავე,  უფრო ნაკლები ადამიანია, ვისაც სურს, რომ ამ ყველაფერს - პუტინის უაზრო ამბიციებს შესწიროს თავი.

მიუხედავად იმისა, რომ ყურადღება ირანის ომზე ნამდვილად გადავიდა, ამან რადიკალური ზეგავლენა ვერ იქონია უკრაინის ფრონტზე რუსეთის სასარგებლოდ, იმის მიუხედავადაც, რომ რუსეთს დამატებითი საფინანსო რესურსი ჩაუვარდა ხელში, მაგრამ ამავდროულად, იმ საბრძოლო მასალების მიწოდება, რომელიც ხორციელდებოდა ირანიდან, ვეღარ ხერხდება", - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები