Logo

ვალერი ჩეჩელაშვილი - სამმხრივი შეხვედრების დასრულების შემდეგ აშშ-ის ადმინისტრაცია სერიოზულად გააქტიურდება საქართველოსთან მიმართებაში

პოლიტიკა
203
Frontnews image description

დღევანდელი დღის შემდეგ, როდესაც დამთავრდება სამმხრივი შეხვედრები, აშშ-ის ადმინისტრაცია სერიოზულად გააქტიურდება საქართველოსთან მიმართებაში, - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკას კონკრეტული გზავნილები ექნება საქართველოსთან.

"ვთვლი, რომ დღევანდელი დღის შემდეგ, როდესაც დამთავრდება სამმხრივი შეხვედრები, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია სერიოზულად გააქტიურდება საქართველოსთან მიმართებაში. ეს შეიძლება გამოიხატოს ორ ძირითად ქმედებაში - დაინიშნოს ამერიკის ახალი ელჩი, რომელიც იქნება ტრამპის ელჩი და საქართველოში ჩამოვა კონკრეტული გზავნილებით. გზავნილებს როგორ მიიღებს "ქართული ოცნება", ამაზე იქნება უკვე დამოკიდებული ის, რა სწრაფად მიიღება "მეგობარი აქტი", - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს თეთრ სახლში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლებს.

ტრამპის თქმით, "ამერიკის შეერთებული შტატები ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებებს ორივე ქვეყანასთან ეკონომიკური შესაძლებლობების ერთობლივად გამოსაყენებლად, რათა სრულად გამოვიყენოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალი".

Advertisement