ვალერი გელბახიანი - ამოღებულია ორი ლეპტოპი, ტელეფონი, ბლოკნოტები და ოჯახის თანხა

ავტორი
Front News საქართველო
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რაც ვნახეთ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან წყალწყალაა, - ამის შესახებ დაკავებული ელისო კილაძის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ელისო კილაძის სახლიდან ამოღებული რამდენიმე ნივთი.
"7 საათი მიმდინარეობდა ჩხრეკა, მიუხედავად იმისა, რომ სახლი დიდი არაა, ყველა ფურცელი განიხილეს და ამოიღეს. ამოღებულია ერთი ლეპტოპი, ტელეფონი და მეორე ლეპტოპი ბავშვის ოთახიდან. ბლოკნოტები, "ფლეშკა" სამი ცალი და ოჯახის თანხა, რომელიც მეუღლემ დაადასტურა, რომ მისია, რაოდენობა დიდი არ არის, უცხოურ ვალუტაშია, მაგრამ დიდი თანხა არ არის. არაფერი საიდუმლო იქ არ არის, წყაროც მითითებულია, საიდანაა ეს თანხა.
რაც შეეხება ჩხრეკის საფუძვლიანობას, მე ამაზე პრეტენზიები მაქვს და როცა იქნება სასამართლო, მე იქ წარვადგენ ამაზე ინფორმაციას. ბრალდებას ალბათ, ხვალ გამაცნობენ, მაგრამ პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რაც ვნახეთ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან წყალწყალაა.
როგორ გითხრათ, თუ 107 მილიონია მოპარული, ამას დაადასტურებს გამოძიება", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
პროკურატურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის არიან ელისო კილაძე და ოთარ ფარცხალაძე. ელისო კილაძე რუსთავის იზოლატორშია გადაყვანილი.
თაგები:
ვალერი გელბახიანი




