Logo

ვალერი გელბახიანი - ელისო კილაძე გახდა მსხვერპლი დამნაშავეებთან ბრძოლის

სამართალი
38
Frontnews image description

ის გახდა მსხვერპლი დამნაშავეებთან ბრძოლის. ელისო კილაძეს ეზღუდება პროფესიული საქმიანობა, რადგან მისი დაკავებით გაუქმდა ის მედიაჰოლდინგი, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, - ამის შესახებ დაკავებული ელისო კილაძის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ელისო კილაძემ სხდომის გახსნა მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

"რაც შეეხება სხდომის დახურვას, ამაზე ძალიან დიდი კამათი იყო, თავად ელისო კილაძემ ისაუბრა საკმაოდ დიდხანს, რომ საჯაროობის პრინციპი ირღვევა, რომ საზოგადოებას ცალმხრივად მიეწოდება ის ინფორმაცია, რომელსაც აჟღერებს ბრალდების მხარე და არ მიეწოდება ის ინფორმაცია, რაც საქმის მასალებშია ელისო კილაძის ვითომდა ბრალის დასადასტურებლად, ამიტომ, მან მოითხოვა სხდომის გახსნა. ის არის პროფესიით ჟურნალისტი, ისედაც იზღუდება მისი პროფესიული საქმიანობა, რადგან მისი დაკავებით გაუქმდა ის მედიაჰოლდინგი, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა.

ის გახდა მსხვერპლი დამნაშავეებთან ბრძოლის", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

ელისო კილაძე 18 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 9-დან 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები