“ვაქცინა პირველად კახელებმა შემოიტანეს, ერეკლე მეფე იყო, ვინც პირველად თავისი შვილი ააცრევინა ყვავილზე და თქვენ რა მოგივიდათ”

ავტორი
Front News საქართველო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ რეგიონების მიხედვით, ყველაზე ცოტა ადამიანი კახეთში აიცრა.
მან გაიხსენა, რომ სწორედ კახელებმა შემოიტანეს პირველი ვაქცინა საქართველოში და ერეკლე მეფე იყო პირველი, ვინც თავისი შვილი ყვავილზე ააცრევინა.
"ცოტა გაოცებული ვარ ვაქცინის რეგიონალური ხარჯებით. გაკვირვებული ვარ, ამ ჩემს კახელებს რაღა დაგემართათ, თქვენზე ბრძენი, თქვენზე ჭკვიანი ხალხი აბა ვინღა არსებობს. ის მაინც ხომ იცით, რომ საქართველოში ვაქცინა პირველად კახელებმა შემოიტანეს, ერეკლე მეფე იყო, ვინც პირველად თავისი შვილი ააცრევინა ყვავილზე და თქვენ რა მოგივიდათ, ასე როგორ შეიძლება, რომ ყველაზე ცოტა აცრილი კახეთში გვყავდეს", – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


