“ვაქცინაციის პირველ ეტაპზე აიცრებიან ექიმები, შემდეგ კი დანარჩენი რისკ-ჯგუფები”

ავტორი
Front News საქართველო
ვაქცინაციის პირველ ეტაპზე აიცრებიან ექიმები, შემდეგ კი დანარჩენი რისკ-ჯგუფები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„თქვენ იცით, რომ გაწერილი გვაქვს კონკრეტული გრაფიკი, რომელიც ვაქცინაციის საბჭომ შეიმუშავა. პირველ რიგში აიცრებიან ექიმები და შემდეგ – დანარჩენი რისკ-ჯგუფები. პირველ რიგში ვაქცინა გადანაწილდება დიდ ქალაქებში, რომელთა ჩამონათვალიც ასევე ცნობილია საზოგადოებისთვის. ჩვენ განსაზღვრული გვაქვს სამედიცინო დაწესებულებები, სადაც ჩატარებულია ტრენინგები და მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა თავიდან იყოს აცილებული ყველა შესაძლო და სავარაუდო გართულება. ჩვენ მივყვებით არსებულ გეგმას, რომელიც უკვე გასაჯაროებულია“, – განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზები 13 მარტიდან შემოვა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


