ვაქცინაციის პროცესში არასრულწლოვანი მსჯავრდებულებიც ჩაერთნენ


ავტორი
Front News საქართველო
პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვაქცინაციის პროცესში არასრულწლოვანი მსჯავრდებულებიც არიან ჩართული. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დღეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში N11 სარეაბილიტაციო დაწესებულების 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს ჩაუტარდა ვაქცინაცია. ამ დროისთვის ვაქცინირებულია 4 არასრულწლოვანი მსჯავრდებული.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისიდან დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულების ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.
მიმდინარე წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფება 9300-მდე პატიმარი. ამ დროისათვის ვაქცინირებულია 6002 მსჯავრდებული/ბრალდებული, ანუ კონტინგენტის – 64%, მათ შორის რევაქცინირებული – 4523, რაც 48%-ს შეადგენს.
თაგები:
აცრა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს