Logo

ვარძიაში, ვიზიტორთა გადასაადგილებელ ტერიტორიაზე ქვათაცვენა დაფიქსირდა, რამაც საფეხმავლო ბილიკი დააზიანა

Frontnews image description

ვარძიაში, ე.წ. საიდუმლო გვირაბთან ქვათაცვენა დაფიქსირდა, რამაც საფეხმავლო ბილიკი დააზიანა, - ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მისივე თქმით, უსაფრთხოების მიზნით აღნიშნული მონაკვეთი დროებით დაიკეტება.

"მიმდინარე წლის 27 მაისს, გამთენიისას, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, ვიზიტორთა გადასაადგილებელ ტერიტორიაზე (ე.წ. საიდუმლო გვირაბთან), ქვათაცვენა დაფიქსირდა, რამაც საფეხმავლო ბილიკი და უსაფრთხოების ჯებირი დააზიანა.

ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული მონაკვეთი დროებით დაიკეტება. სპეციალისტები უკვე ადგილზე მუშაობენ, რათა შეაფასონ არსებული მდგომარეობა და დაიგეგმოს შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოები. გთხოვთ, ტერიტორიაზე გადაადგილებისას დაემორჩილოთ მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელთა მითითებებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თაგები:

ვარძია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები