
ავტორი
Front News საქართველო
ვიმედოვნებთ, მთავრობა პრიორიტეტების შესრულებას შეძლებს და შეგვეძლება შემდეგი ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
“ვფიქრობ, ნათელია, რა ვითარებაა საქართველოსთვის, რომ გახდეს კანდიდატი ქვეყანა. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ საკმაოდ მკაფიო პირობები დაადგინა. ვიმედოვნებ, საქართველო შეასრულებს პირობებს და პოზიტიურ გადაწყვეტილებას მივიღებთ.
საქართველოს მთავრობამ 12-დან 3 პრიორიტეტი შეასრულა, ახლა ყველა წუთი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ანგარიში ოქტომბერში უნდა წარვადგინოთ.
რასაც ვხედავთ, ისაა, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და კანდიდატის სტატუსის მიღება, ასე რომ, ვიმედოვნებთ, მთავრობა პრიორიტეტების შესრულებას შეძლებს და შეგვეძლება შემდეგი ნაბიჯების გადადგმა”, – განაცხადა ვარჰეიმ.
თაგები:
ოლივერ ვარჰეი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს