ვარჰეი – ვაგრძელებთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას

ავტორი
Front News საქართველო
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცებას ულოცავს.
“ვულოცავ საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს. 2024 წელი გადამწყვეტი წელია საქართველოსთვის, რადგან არჩევნები გაიმართება.
ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას რეფორმების დღის წესრიგსა და მის ეკონომიკურ განვითარებაში”, – წერს ვარჰეი.
თაგები:
ოლივერ ვარჰეი




