ვარკეთილში ავტომობილის შეჯახების შედეგად ქალი გარდაიცვალა
შემთხვევა
727

ავტორი
Front News საქართველო
ვარკეთილში, ე.წ. სვანების ბაზრობასთან მსუბუქი ავტომობილი ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ქალი მეეზოვედ მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი სავარაუდოდ, ადგილიდან მიიმალა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.





