
ავტორი
Front News საქართველო
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი “ამერიკის ხმას” უდასტურებს, რომ ნატოს საიუბილეო სამიტზე დასასწრებად, ვაშინგტონიდან თბილისში, ოფიციალური მოსაწვევი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე გაიგზავნა.
არიან თუ არა, სამიტზე დასასწრებად, საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე და თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი, ვაშინგტონში მოწვეული? – ამ კითხვაზე პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი “ამერიკის ხმას” წერს:
“პარტნიორობა მშვიდობისთვის [პროგრამაში ჩართული] სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეულია გარკვეულ თანმხლებ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად”.
კითხვაზე პასუხად, მიიღეს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტში ოფიციალური თბილისისგან დასტური, რომ სამიტს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი დაესწრება, “ამერიკის ხმის” ცნობით, მილერი ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხს უნდა მოუსმინოს და ქვეყანა “ევროატლანტიკურ გზაზე” დააბრუნოს.
“საქართველოს მთავრობის განზრახვასთან დაკავშირებით, მოგიწოდებთ მიმართოთ საქართველოს მთავრობას. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ მთავრობას, სწრაფად გადადგას ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად, როგორც ეს მის ხალხს სურს და როგორც ეს კონსტიტუციაშია მითითებული”, – აცხადებს მილერი.
ნატოს საიუბილეო სამიტს 9-11 ივლისს უმასპინძლებს.
თაგები:
მეთიუ მილერი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს