“ვაშინგტონმა უნდა თქვას, რომ დემოკრატია ბევრს ნიშნავს და იყოს მკაცრი საქართველოს ხელისუფლებასთან დემოკრატიის ნაწილში”


ავტორი
Front News საქართველო
თუ საქართველოს პრემიერი ბრიუსელში ჩავა და ვერაფერს იტყვის, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ვკარგავთ, – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ დისკუსიაზე განაცხადა, რომელზეც საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს.
"კითხვა მაქვს ჩემს მეგობრებთან ვაშინგტონში – ვნახეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ გაიზიარა ევროკავშირის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით ნავალნის საქმეზე. იქნებ არის დრო, რომ ვაშინგტონი დაბრუნდეს საქართველოში.
სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არ ეთანხმება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ძალისხმევით წარდგენილ 6-პუნქტიან გეგმას. თუ რეალურად გვინდა ყველა მხარე დავსვათ მაგიდის გარშემო, დროა ვაშინგტონმა გაიღვიძოს, იყოს ძლიერი, მკაცრი, მომთხოვნი. სახელმწიფო მდივანი რაც შეიძლება მალე უნდა ჩავიდეს საქართველოში, 2 კვირა რჩება. თუ საქართველოს პრემიერი ბრიუსელში ჩავა და ვერაფერს იტყვის, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ვკარგავთ. ეს კი არ გვინდა. ამერიკა უნდა დაეხმაროს ევროკავშირს. საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება. ისინი მოუსმენენ ვაშინგტონს. საქართველო არის ლაკმუსის ტესტი ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის სტრატეგიისთვის. ვაშინგტონმა უნდა თქვა, რომ დემოკრატია ბევრს ნიშნავს და იყოს მკაცრი საქართველოს ხელისუფლებასთან დემოკრატიის ნაწილში", – აცხადებს ჟიგიმანტას პავილიონისი.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს