Logo

ვასილ კაკაშვილი – შესაძლოა, კიდევ გამოიკითხოს მიხეილ სააკაშვილი, თუ ამის საჭიროებას დავინახავთ

სამართალი
346
Frontnews image description

სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი გამოკითხვა დაასრულეს.

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელმა ვასილ კაკაშვილმა გამოკითხვის შინაარსზე საუბრისისაგან  თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

 

“დავუსვით ყველა კითხვა, რაც გვქონდა აღნიშნულ საკითხზე. კიდევ მოხდება სხვადასხვა პირის გამოკითხვაც, რომლებსაც ექნებათ საქმესთან დაკავშირებით რელევანტური ინფორმაცია. შესაძლოა, კიდევ გამოიკითხოს მიხეილ სააკაშვილი, თუ ამის საჭიროებას დავინახავთ. კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე იყო ბარიერი გამოკითხვის დროს, თუმცა შეფერხება არ გვქონია. მიმდინარე საქმეზე გამოკითხული არიან არა მხოლოდ ექიმები, არამედ 150-მდე პირი, როგორც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, ასევე ექიმები და სხვა საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები“, – განაცხადა ვასილ კაკაშვილმა

Advertisement