ვასო ურუშაძე - 4 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს შანსი, გვაქვს შესაძლებლობა დავიბრუნოთ ძალაუფლება, რომელიც ეკუთვნის ხალხს

ავტორი
Front News საქართველო
“ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური მოწოდებების გამო, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დღის წესრიგი გახდა იმის საფუძველი, რომ შეშინებული ივანიშვილის რეჟიმი დღეს მოქმედებს ისე როგორც ხედავთ - ატყვევებს ლევან ხაბეიშვილს. 4 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს შანსი, გვაქვს შესაძლებლობა დავიბრუნოთ ძალაუფლება, რომელიც ეკუთვნის ხალხს”, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ.
“ჩვენ არ გვინდა ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პოლიტიკოსებს აკავებენ პოლიტიკური განცხადების გამო, სადაც ჟურნალისტებს დევნიან თავიანთი ჟურნალისტური საქმიანობის გამო, სადაც ადამიანებს პროტესტის გამოხატვის გამო ფიზიკურად უსწორდებიან, სცემენ, დევნიან საკუთარ ქვეყანაში. ჩვენ გვინდა სახელმწიფო, სადაც არის დემოკრატია, სადაც არის განვითარება, მშვიდობა, კეთილდღეობა, რასაც ემსახურებოდა ლევან ხაბეიშვილი და ლევან ხაბეიშვილმა ჩვენ დაგვიბრუნა რწმენა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს. ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური მოწოდებების გამო, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დღის წესრიგი გახდა იმის საფუძველი, რომ შეშინებული ივანიშვილის რეჟიმი დღეს მოქმედებს ისე როგორც ხედავთ - ატყვევებს ლევან ხაბეიშვილს და ცდილობს დაიჭიროს ყველა ის ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობაში რეჟიმთან. ამიტომ, 4 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს შანსი, გვაქვს შესაძლებლობა დავიბრუნოთ ძალაუფლება, რომელიც ეკუთვნის ხალხს”, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
თაგები:
ვასო ურუშაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


