ვასო ურუშაძე - იმიტომ არის სულ რუსული და ჩინური კომპანიები, რომ სავარაუდოდ, მარტივია დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკება


ავტორი
Front News საქართველო
იმიტომ არის სულ რუსული და ჩინური კომპანიები, რომ სავარაუდოდ, მარტივია გარიგებაში შესვლა, მარტივია დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკება, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ფული იშოვება არაჯანსაღ კონკურენციაში.
"სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი ფაქტი და ალბათ, არც უკანასკნელი, როცა თბილისის მერიისგან ადგილი აქვს არაგონივრულ გადაწყვეტილებას შესყიდვებთან დაკავშირებით და ცალსახაა, იკვეთება კორუფციული ინტერესი, სხვა რა დაინტერესება უნდა იყოს თბილისის მერიის მხრიდან, რომ ისე გააკეთო ყველაფერი, რომ განვითარებული ქვეყნების ევროპული კომპანიები უბრალოდ, ტენდერში არ მონაწილეობდნენ.
იმიტომ არის სულ რუსული და ჩინური ქვეყნების კომპანიები, რომ სავარაუდოდ, მარტივია გარიგებაში შესვლა, მარტივია დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკება წილებთან და ე.წ. ატკატებთან დაკავშირებით.
ფული იშოვება არაჯანსაღ კონკურენციაში მაშინ, როცა არ არის კომპანიებს შორის კონკურენტული გარემო, როცა კარს მიღმა მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პირდაპირაა დათქმები, რომ ერთი კონკრეტული პროდუქტის, ამ შემთხვევაში ვაგონის ღირებულება არის x თანხა, თუმცა თბილისის მერია იხდის 2-ჯერ უფრო ძვირს, რომელიც სხვადასხვა გზით ირიბად უბრუნდება იმ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ აღნიშნულ ტენდერებთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა გაიმარჯვოს და ვინ - არა", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
თაგები:
ვასო ურუშაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს