ვასო ურუშაძე - თბილისში დღეში 1100 ადამიანს უწერენ 50-ლარიან ჯარიმას, წელიწადში ეს არის ოცი მილიონი ლარი, რომელიც იხარჯება არამიზნობრივად

ავტორი
Front News საქართველო
მხოლოდ თბილისში 1100 ადამიანს დღეში უწერენ 50 ლარიან ჯარიმას, წელიწადში ეს არის ოთხასი ათასი ადამიანი და ოცი მილიონი ლარი, რომელიც ხვდება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბიუჯეტში, იხარჯება არამიზნობრივად, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამას თან ერთვის ის, რომ 2017 წელს, მაშინ როცა "სითი პარკი" მართავდა პარკირების სისტემას დედაქალაქში, ჩვენ გვქონდა 32 ათასი პარკირების ადგილი, დღეს კი, როცა თბილისის მერია მართავს, დაახლოებით არის 27 ათასი ადგილი.
"როცა გაზრდილ ფასებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს მოქალაქეების ერთ-ერთი დიდი ტვირთი არის "ქართული ოცნების" კაბალური პოლიტიკა და ის ჯარიმები, რომელიც ყოველდღიური უმძიმესი ტვირთია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და განსაკუთრებით მძღოლებისთვის. მხოლოდ თბილისში 1100 ადამიანს დღეში უწერენ 50 ლარიან ჯარიმას, წელიწადში ეს არის ოთხასი ათასი ადამიანი და ოცი მილიონი ლარი, რომელიც ხვდება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბიუჯეტში, იხარჯება არამიზნობრივად.
სიმბოლურია, თუ სად ვიმყოფებით. ეს არის თბილისის მერიის საჯარიმო პარკინგი, რომელიც კახა კალაძემ ააშენა ხიდის ნაცვლად, რომელიც განტვირთავდა მარშალ გელოვანს საცობებისგან. ეს ხიდი დღემდე შეუსრულებელი დაპირებაა, ისევე როგორც მეტროს რეაბილიტაცია და სხვა პროექტები, მაგრამ ის, რაც კახა კალაძემ მოახერხა, არის ჯარიმების გაზრდა.
2017 წელს, მაშინ როცა "სითი პარკი" მართავდა პარკირების სისტემას დედაქალაქში, ჩვენ გვქონდა 32 ათასი პარკირების ადგილი, დღეს კი, როცა თბილისის მერია მართავს, დაახლოებით არის 27 ათასი ადგილი, ანუ, 5 ათასით ნაკლები ადგილია და ადამიანები ვერ ახერხებენ ავტომობილის დაყენებას, თუმცა გაიზარდა ჯარიმები. ეს არის დღევანდელი მერიის ქმედებები", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
თაგები:
ვასო ურუშაძე




