ვატო შაქარიშვილი - ასეთი მომავლისთვის ამზადებს ხელისუფლება ქვეყანას, როდესაც აცხადებს, რომ 2030 წელს საქართველოს ევროკავშირში გააწევრიანებს?

ავტორი
Front News საქართველო
გრძელდება უკრაინის ომი, ძვირდება ენერგორესურსები, ცხადია, მომდევნო წლები ევროკავშირის ეკონომიკისთვის კიდევ უფრო რთული იქნება. ლეგიტიმურია კითხვა - ასეთი მომავლისთვის ამზადებს ხელისუფლება ქვეყანას, როდესაც აცხადებს, რომ 2030 წელს საქართველოს ევროკავშირში გააწევრიანებს?– ამის შესახებ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაჟინებით აცხადებს, რომ ქვეყანას ამზადებს 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. იქვე ირწმუნება, რომ მომავალ ოთხ წელიწადში ყველაფერი გამოსწორდება – „დიფ სთეითის“ მიერ მართული ბიუროკრატია დამარცხდება, ომში ჩართვასაც აღარ მოგვთხოვენ, ქრისტიანულ ღირებულებებსაც დაუბრუნდებიან და 20 წლის განმავლობაში უკანმავალი ეკონომიკაც უცებ აყვავდებაო…
მაგრამ, აი, როგორია რეალობა: უნგრეთის პრემიერმა ორბანმა, რომელიც ევროკავშირში საღი აზრის მატარებელ თითზე ჩამოსათვლელ ლიდერთა შორისაა, განაცხადა, რომ არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება. მისი თქმით, ბრიუსელი ზეწოლას მოახდენს ყველა წევრ სახელმწიფოზე, რათა ომში მონაწილეობა მიიღონ.
ევროკომისიამ გამოაქვეყნა ლგბტ სტრატეგია 2026/2030, რომლის მიხედვითაც, 2030 წლისთვის ევროკავშირის შიგნით ბავშვებში სქესის შეცვლა უნდა იყოს უპრობლემოდ ხელმისაწვდომი.
ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის აღიარებას არც მომავალში აპირებენ და მეტიც, მარტა კოსი(გინი) აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებენ ქართული კანონმდებლობის გვერდის ავლით შავი ფულის შემოსატანად, ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის.
რაც შეეხება ეკონომიკას: „დიფ სთეითის“ მიერ თავს მოხვეული „მწვანე პოლიტიკის“, რუსეთთან ომის, სანქციების და სხვა გიჟური გადაწყვეტილებების შედეგად ევროკავშირის ეკონომიკის წილი გლობალურ ეკონომიკაში სულ უფრო მცირდება და, თავიანთივე ორგანიზაციების მონაცემებით, მომავალში ეს ტენდენცია გაგრძელდება.
2025 წელს ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა 1.6%-ს შეადგენდა, საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა.
იმ ფონზე, რომ იმატებს სამხედრო ხარჯები, გრძელდება უკრაინის ომი, ძვირდება ენერგორესურსები, ცხადია, მომდევნო წლები ევროკავშირის ეკონომიკისთვის კიდევ უფრო რთული იქნება.
მგონი, ამ ყველაფრის შემდეგ ლეგიტიმურია კითხვა: ასეთი მომავლისთვის ამზადებს ხელისუფლება ქვეყანას, როდესაც აცხადებს, რომ 2030 წელს საქართველოს ევროკავშირში გააწევრიანებს?..“ – წერს შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.
თაგები:
ვატო შაქარიშვილი




